უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ევროსაბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ხარვეზები, რაც უკრაინას საშუალებას არ აძლევს ტერიტორიების გათავისუფლება დააჩქაროს.
პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას, უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.
"ხერსონის ოლქის თავისუფალ ტერიტორიაზე ოკუპანტმა 50-ზე მეტი სოფელი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ზოგიერთ ადგილას სოფლებში შენობების 90%-ზე მეტი დანგრეულია. მაგრამ თუნდაც ასეთ სოფლებშიც ხალხი ბრუნდება და ეს იმის დასტურია, რომ სიცოცხლე მაინც გაიმარჯვებს!
ონლაინ მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ყველა ევროკავშირის სახელმწიფო ლიდერის მონაწილეობით. მე აღვნიშნე პარტნიორების მიერ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, მაგრამ ისიც აღვნიშნე, რაც არ გვაძლევს საშუალებას რომ დავაჩქაროთ ტერიტორიების განთავისუფლება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უფრო ეფექტური იარაღის მიწოდება ჩვენი მეომრებისთვის - შორს მოქმედი იარაღი და თანამედროვე თვითმფრინავები, რაზეც ჩვენ ვხედავთ პარტნიორების გადაწყვეტილებების გარკვეულ შეფერხებას. ასევე მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესების მიმართულებით", - განაცხადა ზელენსკიმ.