26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ქართულ მხარეს ქვეყნის პირველი დიპლომატი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს. საქართველოს გაწევრიანება ნატოში, მადრიდის სამიტზე მიღებული საჭიროებებზე მოგებული პაკეტის იმპლემენტაცია და მზადება ვილნიუსის სამიტისთვის - ეს ძირითადი თემებია, რაც წინასწარ არის ცნობილი. კომისიის სხდომამდე, ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. 

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ საქართველო არის და რჩება ნატოს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად. 

"ჩვენ ურთულესი წელი გვაქვს. არანაკლებ რთული, ჩემი აზრით, ვიდრე გვქონდა გასული წელი. დაგეგმილია სამიტი, დაგეგმილია მინისტერიალი. ჩვენ ყველგან ვართ და ყველგან ვიქნებით. რა დონეზე, რა ფორმატში წარმოდგენილი, ამას უკვე დრო გვაჩვენებს. მაგრამ, ის გლობალური გამოწვევები, რომელიც ყველას უდგას წინ და მათ შორის ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია, არის ძალიან ყურადღება მისაქცევი და მე მოხარული ვარ, რომ საქართველო არის და რჩება ნატოს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად," - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

დღის ამბები