26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეუძლებელია, ევროკომისიას პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვერტიკალი განესაზღვრა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციამ ხალხს დააჯერა საკუთარი ნებით ეთქვათ უარი იმ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობაზე, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, შეუძლებელია, რომ ევროკომისიას პირველი მოსმენით მიღებული პროექტით საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვერტიკალი განესაზღვრა.

მისი თქმით, ქვეყანა ფასდება კანონებით და არა პარლამენტში განხილული თემებით.

"ყველაზე გაუგებარი მთელს პროცესში იყო ერთი რამ, როდესაც ამბობდნენ, რომ არც კი იფიქროთ და არც კი განსაჯოთ ეს საკითხი. შეუძლებელია, რომ რომელიმე პროექტით, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, ვენეციის კომისიაში არის გაგზავნილი- არასერიოზულია ამაზე ფიქრიც კი, რომ ევროკომისიას შეიძლება ეთქვა, რომ პარლამენტში არსებობს პროექტი და ამის გამო ვინმე, ვინმეს სტატუს არ მისცემს- ეს არასერიოზულია.

პარლამენტში იმდენი კანონპროექტი არსებობს, ზოგი უმრავლესობის ინიციირებული, ზოგი კი ოპოზიციის ინიციირებული, ზოგი ისეთი საკანონმდებლო წინადადება შემოდის და ზოგი ისეთი აბსურდულია საკითხებია, ასე რომ აფასებდეს ვინმე, ჩვენს ქვეყანას სტატუსს კი არ მოგვცემდნენ, შეიძლება გაეროდან გავერიცხეთ. პროექტებით ხომ არ ფასდება, ქვეყანა ფასდება კანონებით და ფასდება ინსტიტუციებით. რაც გაკეთდა იყო დისკუსიის დაწყება და დისკუსიის დაწყებაზე ხალხს დააჯერეს ის, რომ მოდით, საერთოდ არც კი დაფიქრდეთ ხალხო, ფიქრზე უარი თქვით და თქვენს უფლებაზე, რომ იცოდეთ ვინ არიან ისინი ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას,ამ უფლებაზე თქვენივე ნებით თქვით უარი,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები