26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება

თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება. დღესვე იგეგმება საკითხის პირველი მოსმენით კენჭისყრაც. დოკუმენტს ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ ემხრობა. 

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა - კოდექსის ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად შენარჩუნდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობა აღარ იქნება რელიგიური ორგანიზაციების წევრობა. ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში ცვლილებები ძალაში 2025 წლიდან შევა. 

დღის ამბები