26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ? 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

"ერთი ის ხალხი დამენახეთ, კონსტიტუციის 78-ე მუხლს რომ აფრიალებდით და ხბოს აღტყინებით გაჰკიოდით - "არა რუსულ კანონს",  ევროპას გვაშორებენ ხალხნოოო...  არ გრცხვენიათ, ფაშისტი ლომჯარიების ამარა რომ დარჩით ცალ ფეხზე შემხტრები და თავი კიტრებად მოგაქვთ?

სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით ეგ "ძაან პრადვინუტი" თავები თუ ატყობთ?
იცი რისი ბრალია? საქართველოს კონსტიტუციას უკუღმა კითხულობთ...
დემოკრატია რომ ტრენინგებზე ისწავლეთ და სახელმწიფოს ღირსება, სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა სადღეგრძელო გგონიათ! 

ჩაჰბერეთ აწი სალამურს და ერთხმად იმღერეთ: ვხედავ მეცხვარეს, ჯოხით მთაზედა...", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები