26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ოთარ ჭილაძე დღეს 90 წლის გახდებოდა

დღეს, ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა. მწერლის გზა იოლი არ ყოფილა, თუმცა ქართველი შემოქმედი თავისი წერის გამორჩეული მანერით ახერხებდა მისი ლექსები და რომანები საბჭოთა ცენზურისგან გადაერჩინა. ოთარ ჭილაძე საქართველომ, შემდეგ კი მსოფლიომ იმ პერიოდში გაიცნო, როდესაც საბჭოთა კავშირს დასავლეთთან რკინის ფარდა ჰქონდა ჩამოშვებული.

ოთარ ჭილაძეზე დიდი ხანია წერენ, რომ მსოფლიო ლიტერატურის რუკაზე საქართველო სწორედ მან დააბრუნა. უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

ლექსები და 6 რომანი, - ოთარ ჭილაძის შემოქმედებას ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ კიდევ ერთხელ გააცოხცლებენ. საღამოზე წაიკითხავენ ჭილაძის პოეზიას თუ პროზას და ისაუბრებენ მწერლის შემოქმედებაზე.

2004 წელს, დააჯილდოვეს ლიტერატურული პრემიით "საბა". რომანისთვის ”გოდორი ”, რომელიც ოთარ ჭილაძის ბოლო წიგნი აღმოჩნდა.

დღის ამბები