რაგბის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება - ესპანეთის ქალაქ ბადახოსში საქართველო პორტუგალიას შეერკინება.
თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს - ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ეს საქართველოს მე-100 გამარჯვება იქნება, ხოლო მსოფლიო რეიტინგში "ბორჯღალოსნები" დაწინაურდებიან და მე-11 პოზიციას დაიკავებენ, სადაც "სამოას" გადაუსწრებენ.
ფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23.00 საათზე გაიმართება.