26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
17 მარტი "პოეზიის მეფის" გარდაცვალების დღეა - გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა

17 მარტი "პოეზიის მეფის" გარდაცვალების დღეა. 1959 წელს, გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მუზეუმების გაერთიანებამ ტრადიცია არც წელს დაარღვია, პოეტის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა. საჯარო ლექციას პოეტი ვახტანგ ჯავახაძე უძღვებოდა. 91 წლის მკვლევარმა, მკითხველს ორი წლის წინ, ტაბიძის ბიოგრაფიული რომანის, "უცნობის" რიგით მეშვიდე გამოცემა შესთავაზა, თუმცა, პოეტი მერვე ტომზე მუშაობს.

 

დღის ამბები