"თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ გადასცეს პრეზიდენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს" - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
განცხადებას რუსული მხარეც გამოეხმაურა. რუსეთის საგამოძებო კომიტეტის ხელმძღვანელმა დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატს გერმანიის იუსტიციის მინისტრის კომენტარის სამართლებრივი შეფასება დაავალა.