კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა.
კომპოზიციები თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით შესრულდა. "კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი" საქართველოს კულტურის, სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად დააფუძნა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მისი მიზანი კი ეროვნული საკომპოზიციო ხელოვნებისა და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისებაა.