26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს პირველი დიპლომატის თბილისში ვიზიტი დასრულებულია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულა. მან გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე, ქართველოს უსაფრთხოების მიმართ.  გაერთიანებული სამეფოს პირველი დიპლომატის თბილისში ვიზიტი დასრულებულია. ჯეიმს კლევერ ლიმ გამგზავრებამდე აეროპორტში უპასუხა მედიის კითხვებს. 

"მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი იმ ტერიტორიიდან, რომელიც გახლეჩილია, ერთ მხარეს რუსი სამხედროები დგანან და დამაკავშირებელი გზა დაბლოკილია. ჩვენ ვხედავთ იქ რუსი სამხედროების ფიზიკურ წარმომადგენლობას. ჩვენ ბევრი კონფლიქტი ვნახეთ წინა წლებში. საქართველო მუდმივად იყო ჰიბრიდული აგრესიის სამიზნე. ვიცით, რომ იყო კიბერთავდასხმებიც. ჩვენ გვსურს საქართველოს მხარი დავუჭიროთ თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ჩვენ ვიცით რომ საჯარო მოსაზრებაზე იყო მანიპულაციები, ასევე მცდელობები შეეცვალათ პოლიტიკური გარემო, ასევე იყო დიდი ოდენობით პროპაგანდა. ის, რის მხარდაჭერასაც ვცდილობთ, არის თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შენარჩუნება. ჩვენ ვფიქრობთ სწორი გზაა ევროკავშირთან და ნატოსთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა," - ამბობს ჯეიმს კლევერლი.  

დღის ამბები