თბილისში საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების ორმხრივი ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრა ეკონომიკის მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გახსნეს.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყენას შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს სტრატეგიული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ფორუმზე მხარეებს პირისპირ შეხვედრების და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალებაც აქვთ.