26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხევდრა დღეს გაიმართება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ის ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებასაც დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს.

სტუმარი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს ბოლოს 2016 წელს სტუმრობდა.

დღის ამბები