26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში, საქართველო 35-ე ადგილზეა

ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში, საქართველო 35-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, რეგიონის 44 ქვეყნიდან, 39-ს შეუმცირდა ეკონომიკა, გაუმჯობესდა მხოლოდ 2 ქვეყნის ეკონომიკური შეფასება.

მონაცემებს სოციალური ქსელით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. 

"საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში. უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს. ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები