26 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენთვის ძალიან იოლი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა - სვენ მიქსერი

ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში.

"საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენთვის ძალიან იოლი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა. ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი. და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვთ, ყოველთვის გრძნობენ, რომ უნდა ისაუბრონ ამ მისწრაფებაზე, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ჩვენ ვნახეთ პრობლემები კანონის უზენაესობაში, სასამართლო სისტემაში, მედია თავისუფლებაში, ასევე პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოში," - განაცხადა სვენ მიქსერმა.

 

დღის ამბები