კომუნიკაციების კომისიამ გორში, 30-მდე პედაგოგი გადაამზადა. სემინარის ხელმძღვანელებმა, პროექტის მონაწილეებს სასწავლო მოდულის საკითხები გააცნო. პედაგოგები მედიაწიგნიერებას მოსწავლეებს ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან. საგანი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი იქნება. საერთო ჯამში გადამზადებულია 500 მასწავლებელი.