26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ხვალ, 12:00 საათზე ვისაუბრებ იმ საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რაც საზოგადოებამ იხილა, ჩემი შეფასებები იქნება მაქსიმალურად ობიექტური - სახალხო დამცველი

ხვალ, 12:00 საათზე ვისაუბრებ იმ საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რაც საზოგადოებამ იხილა, ჩემი შეფასებები იქნება მაქსიმალურად ობიექტური, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა "კურიერი პს-ის" ეთერში განაცხადა. 

იოსელიანმა ასევე ისაუბრა პირებზე, რომლებმაც მას აქციაზე შეურაცხყოფა მიაყენეს და აღნიშნა, რომ ისინი არიან ცალკეული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ატარებენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს.

"ჩემი არჩევიდან რამდენიმე საათში მე მივედი აქციაზე, რადგან ჩემს პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩემი თავალით მენახა მიმდინარე მოვლენები და შემეფასებია. აქციაზე  ჩემი მისვლა და ის განწყობა, რომელიც შემდეგ იყო ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილა იმიტომ, რომ აქციაზე ადამიანები ძალიან თბილად მღებულობდნენ, იქ დიდი ხნის მისული ვიყავი მე უკვე. ეს იყო ის ნაწილი, სად ერთ- ერთი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებულნი და მათი მხრიდან წამოვიდა ეს აგრესია. მე, როგორც პოლიტიკოსი ძალიან ღიად ვაკრიტიკებდი "ნაციონალურ მოძრაობის" და მათ პოლიტიკას და ჩემი შეფასებები არ იყო თანხვედრაში მათ განცხადებულ ხედვებთან.

ამიტომ, მათი ასეთი თავდასხმა მე არ გამკვირვებია, თუმცა ეს ნამდვილად არ იკვეთებოდა აქციაზე, სადაც მე დიდი ხნის მისული ვიყავი და სადაც, მათ შორის მოვინახულე დაშავებულები. როგორი მღელვარებაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს მე ჩემს მოვალეობად მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ სადაც ადგილი აქვს საპოლიციო ღონისძიებას, მე ჩემი აპარატი, ვიყოთ წარმოდგენილი და ვაკვირდებოდეთ პროცესებს. მე ხვალ 12:00 საათზე მაქვს ბრიფინგი ჩანიშნული და იქ ვისაუბრებ იმ საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რაც საზოგადოებამ იხილა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შეფასებები იქნება მაქსიმალურად ობიექტური. ,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები