თმის საღებავები შესაძლოა კიბოს იწვევდეს, საგანგაშო კვლევა ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. მეცნიერები 11 წელი იკვლევდნენ ზრდის თუ არა სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკს ქიმიური ნაერთები, რომელსაც თმის საღებავი შეიცავს. დასკვნა შემაშფოთებელი და ძალიან საყურადღებოა მით უმეტეს, მაშინ, როცა ადამიანები ძალიან ხშირად მოიხმარენ საღებავს თან ისე, რომ არც კითხულობენ მის შემადგენლობას.
კვლევით დადასტურდა, რომ ძალიან ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ თმის მოვლის პროდუქტებსაც ტოქსიკური შემადგენლობა აქვს. ეს პროდუქტები საქართველოშიც წლებია გაყიდვაშია და ათასობით ადამიანი მოიხმარს. მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიაში ჩატარებულ საგანგაშო კვლევას უკვე მოჰყვა გამოხმაურება საქართველოში. სილამაზის სალონების ფედერაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაიწყო. კვლევა დასრულებული არ არის. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ ყველაფერი საღებავების შემადგენლობასთან და საფრთხეებთან დაკავშირებით.
პარაბენები, ბენზოლი, ქრომი, ამიაკი -ეს ნივთიერებები დიდი ხანია რაც კანცეროგენებად, ანუ კიბოს გამომწვევ ნაერთებად აღიარეს. თითოეული თმის საღებავი 5000 მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ადამიანის სკალპი კი მათ შთანთქავს და ორგანიზმში ადვილად შეიწოვება.
თმის ქიმიურ გასწორებას საშვილოსნოს კიბოს გამოწვევა შეუძლია. საგანგაშო მაჩვენებელია იმ ქალების შემთვევაში, რომლებიც ამ მეთოდს წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც მიმართავენ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი 155-ჯერ შეიძლება გაიზარდოს.
რეგულაციის არ არსებობა საფრთხეებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. სილამაზის სალონები სტანდარტებს თავად ამკვიდრებენ, შესაბამისად პროდუქტების ხარისხი მათი პასუხისმგებლობაა.
მაშინ, როცა მსოფლიოში ყოველწლიურად 2 მილიონ ადამიანს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, სპეციალისტები მინიმალური ქიმიური ჩარევისკენ მოგვიწოდებენ. კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ არავინ იცის როგორი იქნება შედეგები რამდენიმე წლის შემდეგ.
ავტორი:ანი გენებაშვილი