26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"არც "ნაციონალები" არ ვართ, არც "ოცნების" წარმომადგენლები, უბრალოდ გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი" - რას აცხადებენ აქციის მონაწილეები

რუსთაველზე აქცია დასრულებულია. დაშლამდე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს და თავისუფლების მოედნიდან ისევ პარლამენტთან გადმოინაცვლეს. მათი განცხადებით, ისინი იბრძოლებენ დაკავებულების უფლებებისთვის და მთავარი მოთხოვნა ახლა სწორედ მათი გათავისუფლებაა. ადგილზე შეასრულეს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე მათ სიტყვით გამოსვლები ჰქონდათ. თქვეს, რომ კანონის გაწვევით მიზანს მიაღწიეს და 12 პუნქტის შესრულებას ისევ გააკონტროლებენ.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიხარია რომ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენმა ასეთმა გამოხმაურებამ, რაც ახალმა თაობამ გავაკეთეთ შედეგი გამოიღო. ჩვენ, ახალი თაობა რაც ახლა აქ ვიკრიბებით, სტუდენტობა არც "ნაციონალები" არ ვართ, არც "ოცნების" წარმომადგენლები. ჩვენ უბრალოდ გვინდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი," - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

დღის ამბები