ჩინეთის პარლამენტმა სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩია. ის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
სი ძინპინს მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის თითქმის 3 ათასმა წევრმა ერთხმად დაუჭირა. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ლიდერი გახდა, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მესამედ აირჩიეს.
სი ძინპინი ქვეყნის მმართველი, კიდევ მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.