ჰამბურგში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა. ცეცხლი გროს ბორსტელის რაიონში, "იეჰოვას მოწმეთა" რელიგიურ ცენტრში, საღამოს 9 საათისთვის გახსნეს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სავარაუდო თავდამსხმელიც.
მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია. მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავები მოსახლეობას მოუწოდებდნენ თავი შეეკავებინათ ქუჩაში გასვლისგან. საგამოძიებო მოქმედებები რელიგიურ ცენტრში ამ დრომდე მიმდიანრეობს.