26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომა და პლენარული სხდომა ჩაინიშნა

პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომა და პლენარული სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა. 

"10 მარტს, 11:45  საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. "საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა,"- წერია განცხადებაში. 

 

 

 

 

 

 





დღის ამბები