26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"ნაცის“ სახე არის, იძახო „რუსო“, „არა რუსულ კანონს“ და ამით დაუპირისპირდე სიმართლეს, ეს არის თქვენი კრებსითი სახე, დიახ, წინ ევროპისკენ სიმართლით და არა თქვენი, უსამშობლოებების მოწოდებებით - მამუკა მდინარაძე  

​„ნაცის“ სახე ეს არის, უნდა იძახო „რუსო“, „არა რუსულ კანონს“ და ამით დაუპირისპირდე სიმართლეს, ეს არის თქვენი კრებსითი სახე, დიახ, წინ ევროპისკენ სიმართლით, თავმოყვარეობის შენარჩუნებით არა თქვენი უსამშობლოებების მოწოდებებით, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ორივე კანონპროექტს განიხილავენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „უხეში პროვოკაციაა ის, რასაც მიმართავენ სამშობლოს გამყიდველი „ნაცები“.

"ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მათ პრინციპულად, წინ ევროპისკენ. ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით, წინ ევროპისკენ. სიმართლით და იმით, რომ ქართველ კაცსა და ქალს ვერასდროს ვერავინ აიძულებს თეთრზე შავის თქმას. ყველა მესიჯი, რაც ახლა ხმოვანდება, არის აბსოლუტური ტყუილი. ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მარაზმი, რაც ხდება, მათ დაავალეს და ისინი ამბობენ „არა რუსულ კანონს“ ამერიკულ კანონზე, ისინი ამბობენ ამერიკული კანონის ნათარგმნ ვერსიაზე „არა რუსულ კანონს“, ეს არის სიყალბე, რომელსაც ავალებენ, რადგან ეს ადამიანები არიან ჯაშუშები. მხოლოდ ჯაშუშობაში იღებენ შესაბამის ბენეფიტებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიმართლით უნდა გავიტანოთ, ამ მარაზმს უნდა დავუპირისპირდეთ. როდესაც სტუდენტებს ატყუებენ, რომ ისინი ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მხოლოდ იმიტომ, რომ გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან, საიდან მიიღეს გრანტი და ეს გრანტი რაში დახარჯეს. და მაშინ, როდესაც ამ კანონის ერთ-ერთი მიზანი იცით, რა შეიძლება, იყოს? როდესაც 10 მილიონი იხარჯებოდა ვიღაცის ჯიბეების ამოსავსებად, მდიდარი ენჯეობის ხელმძღვანელების, ახლა დანიშნულებისამებრ წავა და ვერავინ შეძლებს იმას, რომ ეს არამიზნობრივად გამოიყენოს. ამ ხალხის წარსული ამით არის გაჟღენთილი. ისინი როდესაც რუსებს ეძახიან სხვას, მათ არ დაავიწყდეთ, რომ თავის დროზე, ამ ადამიანებმა დააბრალეს ქართულ ჯარს ომის დანაშაული. პუტინის სასარგებლოდ თქვენ დააბრალეთ ხელმოწერებით ომის დანაშაული და ამიტომ ხართ თქვენ საქართველოს მოღალატეები, რომელსაც ქართული საზოგადოება გასცემს პასუხს. ამიტომ ვერ ატყუებთ საზოგადოებას, ამიტომ არ შეგიძლიათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოთ. ერთადერთი მიზეზია, ფეიკი და ღალატი. ეს არის სინთეზში, თქვენი კრებსითი სახე, რომელსაც არ შეუძლია გამარჯვება მოგიტანოთ, რადგან თქვენი ქცევა დამოკიდებულია მხოლოდ დავალებებზე.

რაც შეეხება მათ არგუმენტებს, ისინი ახლა ცდილობენ, მე არგუმენტები არ ვთქვა, რადგან გარეთ მდგომი ხალხი გაიგებს, რა ხდება სინამდვილეში. ეს არ გინდათ თქვენ და სიმართლის წინააღმდეგ ილაშქრებთ, ამ პაპუასობით ილაშქრებთ. ამ სიმართლეს მაინც გავაგონებთ ქართველ ხალხს და ყველას ეცოდინება, რომ თქვენ სცადეთ ერთხელ, გაგეკეთებინათ ასეთი რამ, თეთრზე შავი თქმულიყო. ვიღაცების დახმარებით, მათ შორის ჩვენი მეგობრების დახმარებითაც, მაგრამ როდესაც საუბარია, რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს, აკეთებთ ერთი მიზეზის გამო, ასე სასაცილოდ, ამაზრზენად იმიტომ გამოიყურებით, რომ ასრულებთ დავალებას. თქვენ უნდა იყვიროთ „არა რუსულ კანონს“, რადგან დაგავალეს. არადა ყველამ იცით, რომ ნათარგმნი ვერსია იყო ერთი და მეორე ქართული. თქვენთვის ქართულია რუსული და ეს არის თქვენი სახე. „ნაცის“ სახე ეს არის, უნდა იძახო „რუსო“, „არა რუსულ კანონს“, ამით დაუპირისპირდე სიმართლეს. ეს არის თქვენი კრებსითი სახე.

ამ ქვეყანაში არსებობს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან და მათი ინტერესია, რომ რეალურად იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი. ხოლო თქვენნაირების ინტერესია, იმისთვის, რომ თქვენთან დახარჯონ ფული, არეულობაში, რევოლუციების მოწყობაში, ომის პროპაგანდაში თქვენთან ერთად და თქვენზე, ეს არის მხოლოდ ის რეალური მიზეზი, რის გამოც თქვენ სიმართლის საწინააღმდეგოდ ილაშქრებთ. წინ ევროპისკენ, დიახ, წინ ევროპისკენ. სიმართლით, ეროვნული და ჩვენი იდენტობის მყარად შენარჩუნების, ორ ფეხზე დგომით, სიამაყით, თავმოყვარეობის შენარჩუნებით და ეროვნული იდენობის შენარჩუნებით და არა თქვენი, უსამშობლოებების მოწოდებებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები