26 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
პირი, რომელმაც დელისთან მოქალაქე დაჭრა, დაკავებულია

პირი, რომელმაც დელისთან მოქალაქე დაჭრა დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი თბილისში, ცხელ კვალზე აიყვანეს. 

გამოძიების ცნობით, სწორედ დაკავებულმა ესროლა გუშინ ბიზნესმენ ალეკო გამჯაშვილს და მიიმალა. დაკავებულს განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. ამოღებულია იარაღი. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები