26 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
მე პირადად, მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ ქვეყანას, ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე - ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი საქართველოზე

ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ის მასპინძლობაზე იყო საკმაოდ დიდი კონკურენცია - საქართველო 100-მდე ქვეყანასთან ერთად იბრძოდა ამ წოდების მოსაპოვებლად და ჩვენს ქვეყანაში გასულ წელს ორგანიზაციის არაერთი დელეგაცია იყო ჩამოსული და მასპინძლობა წილად სწორედ საქართველოს ხვდა.

ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა რუთი აცხადებს, რომ "აითიბი ბერლინი" მოხარულია მიეგებოს საქართველოს როგორც მასპინძელ ქვეყანას.

""აითიბი ბერლინის" მოსამზადებელი პერიოდი 1 წელი გრძელდება. ჩვენ მოხარულები და ბედნიერები ვართ მივეგებოთ საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას ამ წელს, რა თქმა უნდა ეს უზარმაზარი პარტნიორობაა. ისეთ ქვეყანას როგორც საქართველოა ბევრი აქვს საჩვენებელი ამ ინდუსტრიისთვის. ის თითქოს დამალული საგანძურია მსოფლიოსთვის, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ ნახოს რა აქვს საქართველოს შემოსათავაზებელი ინდუსტრიისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, რომ იმოგზაურონ და გაიცნონ ეს ულამაზესი ქვეყანა.

მე პირადად მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი ამ ქვეყანას, მართალია მის მცირე ნაწილს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე. მაგალითად, ვიყავი კახეთში და ძალიან მომეწონა ეს რეგიონი თავისი ღვინის ტურებით და ადგილობრივი ხალხით, რომელიც ძალიან კეთილია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. უნდა ეწვიოთ საქართველოს, რომ აღმოაჩინოთ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას," - განაცხადა დებორა რუთმა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში ყოფნის დროს აღფრთოვანდნენ საქართველოს ტურისტული პოტენციალით და ევროპელ ტურისტებს მოუწოდებენ, რომ საქართველო მათაც მოინახულონ.

"ნამყოფი ვარ საქართველოში და მე გამოვცადე რას ნიშნავს იყო სტუმარი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ITB Berlin-ზე ჩვენს გულებს მოიგებს. ეს იყო არაჩვეულებრივი არჩევანი, რომ საქართველო ოფიციალურ მასპინძელ ქვეყანად აირჩიეთ "აითიბი ბერლინ 2023-ზე", რომელიც მთელს მსოფლიოში ტურისტული ყველაზე დიდი შეკრებაა. ჩვენ აქ წარმოდგენილი გვაქვს 5 500 საგამოფენო კომპანია 161 ქვეყნიდან, მაგრამ 1 ქვეყანა გამორჩეულია და ესა არის საქართველო ამ წელს. მოუთმენლად ველოდები ახალ ბიზნეს კონტაქტებს, მაგრამ განსაკუთრებით ველოდები, რომ საქართველოს ბოლომდე შევიგრძნობთ და ახალ მეგობრებს შევიძენთ," - აცხადებს Messe ბერლინის დირექტორი დავიდ რუეცი.

დღის ამბები