26 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"რუსულს რატომ ეძახიან იცით?! იმიტომ, რომ ქართული არ იციან ამათ, რა არის,. უსამშობლო ხალხია" - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

კამათის ფონზე გრძელდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს განიხილავენ. დილით მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ამ წუთებში განხილვა შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ოპოზიციის ნაწილი ისევ აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ დოკუმენტი ამერიკული კანონპროექტიდანაა გადმოკოპირებული. მმართველი გუნდი საგნობრივ დიალოგზე აკეთებს აქცენტს და თვლის, რომ ამ თემით პოლიტიკური ქულების ჩაწერა მიუღებელია.

ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილმა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, სადაც იგი ამბობს, რომ "ევროპა მისი თვითმიზანი არ არის" და განაცხადა, რომ ამისთვის "ჯვარზე აცვეს".

"რუსულს რატომ ეძახიან იცით?! იმიტომ, რომ ქართული არ იციან ამათ, რა არის. უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ, იმიტომ ეძახიან რუსულს, როგორ ევროკავშირის ელჩებმა გვითხრესო და ვერ წარმოუდგენიათ. ვთქვი, რომ თვითმიზანი არ არის ევროკავშირი-მეთქი და ჯვარზე მაცვეს.

დიახ, ჩემი თვითმიზანი ქართველი ერის უკვდავებაა და საქართველოს მარადიულობა- ეს არის თვითმიზანი. ჩემთვის საშუალება არის ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, ღირებულებები, ფასეულობები, სადაც ჩვენი იდენტობით უნდა შევიდეთ- ეს არის ჩემთვის ღირებული. ის კი არა, აგერ, რომ ზის და მეუბნება ცალი ფეხით უნდა იდგეო, რომ გეტყვიანო და მაგით უნდა შეხვიდე ევროკავშირში. ქართულს ვერ იტანთ თქვენ, რუსული რა შუაშია,"-აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები