26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა წელს უფრო შინაარსიანი იქნება, ამოცანაა ევროკავშირი - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წელს ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უფრო შინაარსიანი იქნება - ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ევროპულ ინსტიტუტებთან წელს ჩვენი თანამშრომლობა უფრო შინაარსიანი იქნება, ვიდრე წინა წელს. ამოცანაა ევროკავშირი, ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის ყველაფრის მაქსიმალურად მომზადება, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.

მადლობას ვუხდი ქალბატონ რობერტა მეცოლას, ევროპაში ყველა ჩვენს მეგობარს, მათ, ვინც ინტეგრაციის გზაზე უკრაინას ეხმარებიან. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებაში და ჩვენი მებრძოლების გაძლიერებაში გვეხმარება!“ - განაცხადა ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები