26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"ვიტყოდი, რომ სამხედრო მხარდაჭერის მიღმა მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, დიდებული იყო" - ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცს თეთრ სახლში უმასპინძლა 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს თეთრ სახლში უმასპინძლა. მედიის ინფორმაციით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ძირითადად უკრაინასა და ჩინეთზე იყო ფოკუსირებული. ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძლიერი და მტკიცე ლიდერობისთვის. ამან მსოფლიოში ცვლილება მოიტანა. და ჩვენ ერთად შევასრულეთ დაპირება. თქვენ გააძლიერეთ კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. და მე ვიტყოდი, რომ სამხედრო მხარდაჭერის მიღმა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, დიდებული იყო," - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ ეს ომში მყოფ ქვეყანას დასჭირდება.

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთად ვმოქმედებდით. ჩვენ უკრაინისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა შევძელით. მნიშვნელოვანია გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ასე გავაგრძელებთ. ჩვენ მზად ვართ ვიდგეთ უკრაინელების გვერდით სანამ ეს საჭირო იქნება," - ამბობს ოლაფ შოლცი

დღის ამბები