26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ფილიპინებში ნავთობის ტანკერი ჩაიძირა, რომელსაც დაახლოებით 800 000 ლიტრი სამრეწველო საწვავის ზეთი გადაჰქონდა

ფილიპინებში ნავთობის ტანკერი ჩაიძირა. ილო-ს პროვინციის მიმართულებით მცურავ გემზე ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა, ტანკერს დაახლოებით 800 000 ლიტრი სამრეწველო საწვავის ზეთი გადაჰქონდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ნავთობის დაღვრის შესაკავებლად ყველაფერი გააკეთეს, ამ ეტაპზე კი კატასტროფის მასშტაბის შეფასება მიმდინარეობს.

დაღვრილი საწვავის აღდგენის და დაზარალებულ რაიონებში საგანგებო რეაგირების მოხდენის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ტანკერის ჩაძირვა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

დღის ამბები