"მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირას რეგიონში ჩავა. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, რასაც, ჩვენი მოლოდინით რეგულარული სახე მიეცემა," - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, ლუის ბონო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.
"ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით," - აღნიშნა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, სამივე ქვეყანაში ვიზიტის დროს ნედ პრაისი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.