ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი მიშელ ვიონი დაესწრო. "ფი-აი-სის" ხელმძღვანელი ტურნირის ორგანიზებითა და მსვლელობით კმაყოფილია.
მსოფლიო პირველობაზე ამ დროისთვის პრიზიორები ხუთ დისციპლინაში გამოვლინდნენ, დარჩენილია ორი სახეობა.
ტურნირის 12-ე საშეჯიბრო დღეს დიდველის მთაზე გუნდური "სნოუბორდ კროსის" ფინალი გაიმართება, დღესვე ბიგ ეარის საკვალიფიკაციო ეტაპები ჩატარდება, რომელშიც ორი ქართველი სპორტსმენი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მიიღებს მონაწილეობას.