მსოფლიო ჩემპიონატის 11-ე საშეჯიბრო დღემ მოლოდინი გაამართლა, დიდველის მთაზე გამარჯვებულები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გამოვლინდნენ, ფინალური ეტაპი საინტერესოდ წარიმართა. ავსტრიელმა მოთხილამურემ იაკობ დუშეკმა ჩემპიონის წოდება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გერმანელმა მარტინ ნიორლმა და იტალიელმა ომარ ვისინტინიმ გაინაწილეს. გამოკვეთილი ფავორიტის გარეშე ჩაიარა ქალთა შეჯიბრმაც. პირველი ადგილზე ჩეხეთის ნაკრების წევრი ევა ადამციკოვა გავიდა.
დღესვე დიდველის მთაზე ჰალფ ფაიფის საკვალიფიკაციო ეტაპები ჩატარდა, ასევე ოფიციალური ვარჯიში გაიმართა.
ბიგ-ეარის დისციპლინაში, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ ორი ქართველი სპორტსმენი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მიიღებენ მონაწილეობას. საერთო გუნდურ ჩათვლაში ამ დროისთვის პირველ ადგილზე რვა სხვადასხვა სინჯის მედლით შვეიცარიის ნაკრებია, მეორე და მესამე ადგილებზე ავსტრიისა და კანადის ნაკრებები ინაწილებენ.
ელიტურ ტურნირს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებიან, შეფასებები კვლავ დადებითია. ფი-აი-სის ხელმძღვანელები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობით კმაყოფილები არიან.
მსოფლიო პირველობა, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს 5 მარტს დასრულდება.