ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა, მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ლაშა ფურცხვანიძის ინტერესების დამცველის განცხადებით, წინა სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა დაწერილი გადაწყვეტილება, რაც მოსამართლის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მისი აცილების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მას სიტყვით მიმართა "გრინსერვის პლუსის" დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ. ბრალდებულის განმარტებით, მოსამართლე მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ "წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებას კითხულობდა".
სასამართლო პროცესი 7-ში განახლდება, სულ დაკავებულია 9 პირი, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.