ბათუმში, ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად აღნიშნეს - ზუსტად ღამის 12 საათზე მართლმადიდებელი მრევლი სანაპიროზე შეიკრიბა, ზღვაში შესვლამდე სასულიერო პირებმა ნათლისღების ლოცვა აღავლინეს და წყალი აკურთხეს.
სანაპიროზე უსაფრთხოების მიზნით მაშველები იყვნენ მობილიზებული.