27 ნოემბერი 2024,   00:00
ვრცლად
შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა აშშ-ში გაიზარდა - მოსახლეობას შესაძლო მეწყერების შესახებაც აფრთხილებენ

17-მდე გაიზარდა შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში. არიან დაშავებულებიც.

კალიფორნიის ცენტრალური ნაწილიდან, სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდება 230 ათასზე მეტ ადამიანს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას შესაძლო მეწყერების შესახებაც აფრთხილებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები