წითელ ზღვაში, ტურისტული იახტის ჩაძირვის შემდეგ, 33 ადამიანი გადაარჩინეს, ოთხი ადამიანის ცხედარი კი იპოვეს.
ეგვიპტის შეიარაღებული ძალები, დაკარგულ შვიდ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
იახტა სახელად - Sea Story, კვირას მარსა ალამის მახლობლად მდებარე პორტიდან გაემგზავრა, ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა.
წითელი ზღვის გუბერნატორმა განაცხადა, რომ იახტას "მაღალი ზღვის ტალღა" დაეჯახა, რამაც იგი სულ რაღაც ხუთ-შვიდ წუთში გადატრიალდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ნავმა გაიარა უსაფრთხოების შემოწმება 2024 წლის მარტში და მას ტექნიკური პრობლემები არ ჰქონდა.
წყარო: CNN.