27 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
თბილისის მერიამ თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

მერიამ თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები. შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

სამუშაოების ღირებულება 800 ათას ლარს შეადგენს, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

"ფილები მთლიანად იქნება შეცვლილი, ასევე გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაზრდილი იქნება, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. რესტავრაცია ჩაუტარდება  განათების სისტემას, იმიტომ, რომ ძველი კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა სჭირდება რეაბილიტაცია და განახლება. სამუშაოების დასრულებას ოქტომბერში ვგეგმავთ," - აცხადებს თბილისი მერი კახა კალაძე. 

დღის ამბები