27 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქალაქის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები