27 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
თბილისი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მსოფლიოს ქალი ლიდერები კონფლიქტების წინააღმდეგ ერთგულების გზავნილებს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გააჟღერებენ.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება კონფლიქტებში მყოფი ქალებისათვის ყველაზე აქტუალური საკითხები, როგორიცაა - პირადი გამოცდილებები, ქალი კორესპონდენტების თვალით დანახული კონფლიქტები, კრიზისში მყოფი ქალები, გენდერული ძალადობა და აშ.

"თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე" სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლზე ისაუბრა.

"ჩვენ, როგორც ქალებს გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, რესურსები რომელთა სხვაგვარად გამოყენება შეგვიძლია და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით.

ქართულ საზოგადოებაში ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები - ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, ასევე საგანმანათლებლო სფერო. პოლიტიკაში პოლარიზაცია, სიძულვილის ენის და სხვა სირთულეები - უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში. ქალები არიან იმ 85%-ში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ გზას. ისინი არიან მოტივირებულები და აქტიურად აჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები