27 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
დავით არახამიას თქმით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, - გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, არახამიამ ამის შესახებ ვაშინგტონში, "მარშალის ფონდის"ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსები "ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ." იყენებენ.

"თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას," - აღნიშნა არახამიამ.

მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.

დღის ამბები