უკრაინის მხარდაჭერის ხაზგასმა და კონფლიქტის დასრულების გზების ძიება - სამი ევროპელი ლიდერის თქმით, ეს არის მათი უკრაინაში ვიზიტის მიზანი. La repubblica ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერი მარიო დრაგი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევის მატარებელში.
გავრცელებული ცნობით, ევროპელი ლიდერები უკვე კიევში იმყოფებიან, ფოტო კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მოგვიანებით გავრცელდა. მაკრონი, შოლცი და დრაგი დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.