საგურამოში ზარალს ითვლიან. ბოლო 5 დღეშიის განმავლობაში ეს მეორე სტიქიაა, დაიტბორა მიწის ნაკვეთები, ნათესები, ხილის ბაღები, სახლების პირველი სართულები, განადგურებულია შინაური ფრინველი, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ხელისუფლება ამბობს, რომ მოსახლეობის დასახმარებლად ეცდება მაქსიმუმი გააკეთოს.
ამ წუთებში ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
ვითარების გაცნობის მიზნით, დღეს დილიდან, საგურამოში მცხეთის მერი იმყოფებოდა, ის ამბობს, რომ შექმნილია სპეციალიური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.