27 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლებია. სევეროდონეცკზე, ამ წუთებშიც, მასობრივი შეტევა მიმდინარეობს. ქალაქის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულია,  თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, აქ 1500-მდე ადამიანია დარჩენილი. ოკუპანტებმა დილით, კურსკის ერთ - ერთი სოფელი დაცხრილეს. რუსულმა ჯარმა, საჰაერო იერიში მიიტანა ხიდზე და ადგილობრივ საწარმოებზე, გვიან ღამით, კვლავ დაიბომბა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები.

ბელარუსის საზღვართან, რუსული ძალების მობილიზაციაზე იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი. ადგილზე ისკანდერებით, საზენიტო-სარაკეტო სისტემებითა და ტაქტიკური საავიაციო თვითმფრინავებით აღჭურვილი რუსეთის შეიარაღებული ძალებია განლაგებული. ცნობილი ხდება, კიდევ ერთი რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ. გენერალ - მაიორი რომან კუტუზოვი, ლუგანსკის ოლქში მოკლეს. კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. 

"რუსეთის ძალები ინტენსიურად ბომბავენ უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიებს, მათ შორის ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს საარტილერიო თავდასხმებს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე.

რუსულმა ჯარებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ველიკა კომიშუვახას, ვირნოპილიას, დიბრივნეს, ნოვა დმიტრივკისა და კურულკას რაიონებში. დონეცკის მიმართულებით, აგრესორის ქვედანაყოფები უკრაინის ჯარებს ცეცხლს უხსნიან კონტაქტის მთელ ხაზზე. დაბომბილია ქალაქი სლოვიანსკი, ლისიჩანსკი და ორიხოვო. გრძელდება რუსეთის ჯარების აქტიური საბრძოლო მოქმედებები სევეროდონეცკის მიმართულებით. ადგილზე, მტრის შტურმი კვლავ მიმდინარეობს,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრ სტუპუნი. 

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. რუსეთის სამხედრო - საჰაერო ძალებმა მაღალი სიზუსტის რაკეტებით ქალაქ კრამატორსკში, ენერგომაშის ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე გაანადგურეს უკრაინული ძალების საბრძოლო მასალის საცავი. გასული ღამის განმავლობაში, ოპერატიულ-ტაქტიკური არმიის უპილოტო თვითმფრინავმა დაარტყა უკრაინის 24 სამხედრო ობიექტს, განადგურებულია 280 - მდე ნაციონალისტი და უკრაინის ძალების 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა",-აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი.

დღის ამბები