27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საქსტატი: აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.6% შეადგინა ხოლო 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8%-ით განისაზღვრა.


საქსტატის თანახმად, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

ტრანსპორტი და დასაწყობება;
სასტუმროები და რესტორნები;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა;
ხელოვნება, გართობა და დასვენება;
სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ხოლო კლება შეინიშნება შემდეგ დარგებში:
მშენებლობა;
დამამუშავებელი მრეწველობა;
პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობები;
ვაჭრობა.

 

დღის ამბები