თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო. დღეს, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.
"ახლა, როდესაც რუსეთი აწარმოებს მორიგ აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის, მეზობელი უკრაინის კულტურის და იდენტობის გასანადგურებლად, ჩვენ ცხადად ვხედავთ ყველაფერს, რაც დევს სასწორზე. თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები. დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა, მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა ხალხს აერთიანებს", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.