27 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ რუსულ ნავთობს ნაწილობრივ ემბარგო დაუწესონ

ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ რუსულ ნავთობს ნაწილობრივი ემბარგო დაუწესონ. ამ ეტაპზე, პაკეტი მოიცავს ევროპაში რუსული ნავთობის იმპორტის 75 % - ის  აკრძალვას, ხოლო წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 90 % - მდე გაიზრდება.

ამჟამად, შეზღუდვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. სანქციების მეექვსე პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რომელიც ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა.

ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რუსეთის უმსხვილესი ბანკის, "სბერბანკისSWIFT" -ის სისტემიდან გათიშვაზე და ასევე, სამი მსხვილ,  რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე.

დღის ამბები