ნიკა გვარამიას საპატიმროში ადვოკატი ხვდება. ის უკვე მოინახულა სალომე სამადაშვილმა. პოლიტიკოსს აქვს მოლოდინი, რომ დაკავებულს პრეზიდენტის შეიწყალებს. ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, საუბარია ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენების ეპიზოდებზე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მასა და ნიკა გვარამიას შორის საუბარი ქვეყნის მდგომარეობას შეეხო.
"ჩვენ საუბარი გვქონდა ზოგადად, რა ვითარებაც არის შექმნილი ქვეყნის გარშემო და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდეს საბოლოოდ ჩამოწერილი დასავლეთის მხრიდან. ვიცით, რომ ამ საქმით ძალიან დიდი დაინტერესებაა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, შესაბამისად, ახლა, როცა უნდა გამოქვეყნდეს დასაბუთებული, არგუმენტირებული გადაწყვეტილება მის საქმეზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლის შემდგომი ეტაპები," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.