27 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
მეხუთედი საქართველოს ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ასევე მათი ჩართვა და დახმარება ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში - დიასპორის დღე საქართველოში

მეხუთედი საქართველოს ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ასევე მათი ჩართვა და დახმარება ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში - ეს იყო მთავარი საკითხები ღონისძიების, რომელიც ქართული დიასპორის დღეს მიეძღვნა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს თარიღი დამოუკიდებლობის დღესთან ერთად მიულოცეს და ქვეყნის დედაქალაქიდან უახლოესი საერთო მისია შეახსენეს.

ევროპული ღირებულებების, მათ შორის არჩევანის უფლების უზრუნველყოფაზე გააკეთა აქცენტი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც დღეს თავად წარადგინეს ტრიბუნასთან, როგორც დიასპორის სამაგალითო წარმომადგენელი.

დიასპორის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მათ შორის იმ ბარიერების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პასპორტის გაცემას უკავშირდება.

რელიგიის საკითხზე საუბარი ტრიბუნასთან მეუფე ვახტანგმა განაგრძო. მანვე წაიკითხა პატრიარქის მიმართვა დიასპორისადმი, სადაც ილია მეორე საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის სამშობლოში მიწების შესყიდვისკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივების საკითხს, მათზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე.

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ დიასპორის ფორუმი სამუშაო რეჟიმში გადავიდა. ვიდრე დარბაზში, თემატურ პანელებზე დასასწრებად გადაინაცვლებდნენ, დიასპორის წარმომადგენლები პრემიერმინისტრს გაესაუბრნენ.

ქართული ენის სწავლება საზღვარგარეთ. ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურული დიპლომატია - ამ ტრადიციულ თემატურ პანელებს წელს კიდევ ერთი სიახლე დაემატა - "ციფრული დიასპორა". მის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშავებენ ინოვაციურ მიდგომებს, თუ როგორ გააუმჯობესონ თანამშრომლობა და შექმნან უწყვეტი კომუნიკაციის სივრცეები.

დღის ამბები