სომხეთმა მარცვლეულის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. საუბარია ხორბალზე, წიწიბურაზე, სიმინდზე, მზესუმზირის თესლსა და ქერის ექსპორტზე. გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
სომხეთის მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოება ქვეყნის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს და ეს, ძირითადად იმპორტის ხარჯზე ხდება.
აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე - ბელარუსზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთსა და რუსეთზე.