27 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დღეს, საქართველოს პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში უპასუხებს.

რა ღონისძიებებს ატარებს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს - ეს არის შეკითხვა, რომელსაც პარლამენტში მისულ ირაკლი ღარიბაშვილს ოპონენტები დაუსვამენ. მთავრობის მეთაურთან კითხვები ოპოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებითაც ექნებათ.

პარლამენტის წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ოპოზიციას, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დროული და მკაფიო პასუხები სურს, რათა აარიდოს საქართველოს ის რეალური საფრთხე, რის წინაშეც დგას.

საპარლამენტო ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიციას პრემიერთან შეკითხვა ბევრ საკითხზე აქვს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ ჩადიან სამთავრობო დელეგაციები იმ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

დღის ამბები